წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე DEIK-ის თურქეთ საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა Print
Sunday, 16 January 2022 12:53

2022 წლის 15 იანვარს, ქალაქ სტამბოლში გაიმართა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ბიზნეს საბჭოების (DEIK) არჩევნები, სადაც თურქეთ-საქართველოს საგარეო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ ოსამან ჩალიშქან მჟავანაძე აირჩიეს. თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ‘’საქართველო და თურქეთი ორი მეგობარი ქვეყანაა, რომელთაც ერთმანეთთან მჭირდო კავშირი აქვთ. ამ ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა თანდათან ვითარდება. დღესდღებით საქართველოში უცხოელი, მათ შორის თურქი ინვესტორების რიცხვი საკმაოდ გაზრდილია. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ უფრო გაღრმავდება ეკონომიკური საქმიანობა ორ ქვეყანას შორის და ერთობლივად შესაძლებელი გახდება მეტი ინვესტიციისა და იმპორტ-ექსპორტის განხორციელება. Deik-ი დიდ როლს ასრულებს ორი ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებაში. ვიმედოვნებთ ორი ქვეყნის მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და წევრ კომპანიებთან ერთად, სამომავლოდ შევძლებთ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით ჩვენი წვლილის შეტანას თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ საქმიანობაში’’-ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.