გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ირანის გენერალური კონსულის დროებით მოვალეობის შემსრულებელთან Print
Thursday, 06 January 2022 09:26

2021 წლის 27 დეკემბერს, ინვესტორთა ასოციაციის ოფისში, გაცნობითი ხასიათის შეხვდრა გაიმართა ირანის გენერალური კონსულის დროებით მოვალეობის შემსრულებელთან, ბატონ ესმაილ თექიე სადათთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და სამომავლოდ ერთობლივად სხვადახვა პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვაზე. შეხვედრის მსვლელობისას ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ გააცნო ინფორმაცია ასოციაციისა და წევრი კომპანიების საქამიანობის შესახებ და მადლობა გადაუხადა ასოციაციაში სტუმრობისთვის.