შეხვედრა საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებთან Print
Thursday, 06 January 2022 09:21

2021 წლის 23 დეკემბერს ქ.თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოში დაარსებულ უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, ასოციაციების თავმჯდომარეები, დიპლომატიური წარმომადგენლები და ბიზნესმენები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე და წევრი კომპანიები. ღონსიძიების ბოლოს, დაჯილდოვდნენ მსხვილი იმპორტიორი კომპანიები. აგრთვე, მადლობის სიგელი გადაეცა ასოციაციის თავმჯდომარეს ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების მსურველებთათვის ხელშეწყობისთვის.