საინფორმაციო შეხვედრა აწარმოე საქართველოსთან Print
Thursday, 06 January 2022 09:17

2021 წლის 16 დეკემბერს ქ.სტამბოლში თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ოფისში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ოფიციალურ წარმომადგენლებთან. აწარმოე საქართველოში სააგენტოს წარმოამდგენლებმა გამართეს პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს სააგენტოს საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აგრეთვე, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის სხვადასხვა მიმართულებები. შეხვედრას, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი, საბჭოს წევრები, დიპლომატიური წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა.