"საგადასახადო უპირატესობები და საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში“-ბიზნეს ფორუმი Print
Friday, 10 December 2021 10:54

2021 წლის 10 დეკემბერს, კომპანია IBCCS Georgia-ს, საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბის ორგანიზებით და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ქ.ბათუმში  "საგადასახადო უპირატესობები და საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში“- ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმის მსველობისას საუაბრი იყო რეგიონის საინვესტიციო გარემოზე, ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და საქართველოში ბიზნესის დაწყების   საფეხურებზე. ბიზნეს ფორუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს  შორის კომუნიკაციის დამყარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაღრმავება. ფორუმს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის  ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმოამდგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ფორმუს აგრეთვე  ესწრებოდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.