2021 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით თურქეთის საელჩოში შეხვედრა გაიმართა Print
Tuesday, 07 December 2021 10:34

2021 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით თურქეთის საელჩოში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასოციაციების ხელმძღვანელები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბატონმა ოსმანმა, კიდევ ერთხელ მიულოცა ყველას თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 98-ე წლისთავის იუბილე და მადლობა გადაუხადა, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს და თანამშრომლებს შეხვედრის ორგანიზებისთვის.