ასოციაციის თავმჯდომარის შეხვედრა ქემალფაშის გამგებელთან Print
Tuesday, 14 September 2021 09:56

2021 წლის 14 სექტმბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, ქემალფაშას გამგებელს მეჰმეთ ფარუქ საიგინს ეწვია გამგებლად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, კორონა ვირუსის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ და გლობალურ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე. ასევე, ბატონმა ოსმანმა ბატონ მეჰმეთს მიაწოდა ინფორმაცია ასოციაციის წევრებისა და საქმიანობის შესახებ. ქემალფაშას გამგებელმა ბატონმა მეჰმეთმა, მადლობა გადაუხადა ბატონ ოსმანს სტუმრობისთვის.