TİKA-ს მხარდაჭერით,სასათბურე მეორნეობა გაიხსნა Print
Wednesday, 25 August 2021 11:23

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA-ს მხარდაჭერით, კოოპერატივმა ,,ახალი მეურნეობა'' აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სასათბურე მეორნეობა მოაწყო. სასათბურე მეურნეობის გახსნას, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თურქეთის გენერალურ კონსულს ბათუმში, ბატონ რიზა ქაღან ილმაზი და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი ესწრებოდნენ. აგრეთვე, გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეც. სასათბურე მეორნეობის მოწყობა, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობასა და ახალი ინოვაციების დანერგვას.