შეხვედრა თურქეთის გენერალურ კონსულთან ბათუმში, ბატონ რიზა ქაღან ილმაზსთან Print
Sunday, 18 July 2021 12:56

16 ივლისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე და შპს „აჭარა ტექსტილის“ მფლობელი, ინვესტორთა ასოციაციის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ჯემალ ბილგინგულლუოღლუ, თურქეთის გენერალურ კონსულს ბათუმში, ბატონ რიზა ქაღან ილმაზს საპატიო ვიზიტით ეწვივნენ. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს იმ აქტუალურ პრობლემებზე რაც პანდმიამ გამოიწვია მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, ორ ქვეყანას შორის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე და ახალი სტრატეგიების შემუშავებაზე და განიხილეს ინვესტორების საქართველოში ინვესტიციის განხცორციელებისთვის შექმნილი სხვადასხვა დაბრკოლებები და მათი გადაჭრის გზები. ბატონმა რიზა ქაან ილმაზმა, მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისთვის და წარმატებები უსურვა.