დასაქმების ფორუმი 2021 Print
Friday, 18 June 2021 11:08

15 ივნისს, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა. აღნიშნულ ფორუმზე მონაწილეობას იღებდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაც. ასოციაციის სახელით გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ფორუმის ორგანიზატორებს და წარმატებები ვუსურვოთ თითოეულ კომპანიასა და დასაქმების მსურველებს.