საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიის თავმჯდომარე, შპს „აჭარა ტექსტილის“ მფლობელს ინვესტორთა ასოციაციის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს ესტუმრა Print
Tuesday, 23 March 2021 10:24

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიის თავმჯდომარე, შპს „აჭარა ტექსტილის“ მფლობელს ინვესტორთა ასოციაციის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს ესტუმრა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს იმ აქტუალურ პრობლემებზე რაც პანდმიამ გამოიწვია მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, განიხილეს ახალი ინვესტიციების მოზიდვისათვის სხვადასხვა გარემო ფაქტორების მნიშვნელობა, უცხოელი ინვესტორების საქართველოში ინვესტიციის განხცორციელებისთვის შექმნილი სხვადასხვა დაბრკოლებები და მათი გადაჭრის გზები. ასევე, ასოციაციის თავჯდომარემ, ბატონ ჯემალს მიულოცა ქ.რუსთავში ახალი ფაბრიკის ’’ქართლი ტექსტილის’’ გახსნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. აქვე მოგახსნებთ, რომ რუსთავში ახალი საწარმო ქართლი ტექსტილი გაიხსნა. ამ ეტაპზე საწარმოში 700 ადამიანია დასაქმებული, მომავალი წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 4 ათასამდე გაიზრდება. პანდემიის პირობებში და ეკონომიკური კრიზისის დროს აღნიშნული საწარმოს გახსნა მართლაც, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ „აჭარა ტექსტილის“ მოღვაწეობის შედეგად ბევრი წარმატებული და ცნობილი სპორტსმენი ატარებს საქართველოში შეკერილ ფორმას რისი მეშვეობითაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიცნო საქართველო. ამჟამად, „აჭარა ტექსტილს“ ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს და დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი.„აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. აგრეთვე თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ.