საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ძველით ახალ წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში სოციალურად დაუცველ აბაშიძეების შვიდ შვილიან, ოჯახს ესტუმრა Print
Thursday, 14 January 2021 12:39

 

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ოსმან  ჩალიშქან მჟავანაძე ძველით ახალ წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხუცუბანში სოციალურად დაუცველ  აბაშიძეების შვიდ შვილიან, ოჯახს  ესტუმრა. ოჯახს გადასცა საახალწლო ნუგბარი, სხვადასხვა კატეგორიის  სურსათი და  სათამაშოები.  ყველაზე დიდი პრობლემა ოჯახში სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებაა, ბავშვების თხოვნით ბატონმა ოსმანმა ბავშვებს პლანშეტი გადასცა. ასევე  ბატონი ოსმანი ოჯახს ერთი წლის განმავლობაში, ინტერნეტ მომსახურების საფასურს დაუფარავს, რათა ბავშვებს არ შეექმნათ ონლაინ სწავლებაში ჩართვის დროს, დამატებითი ტენიკური ხარვეზი. აბაშიძეების ოჯახმა სტუმრობისათვის და გაწეული დახმარებისთვის  მადლობა გადაუხადა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ ოსმან  ჩალიშქან მჟავანაძეს.