რუსთავში ახალი საწარმო ქართლი ტექსტილი გაიხსნა Print
Saturday, 02 January 2021 07:44

რუსთავში ახალი საწარმო ქართლი ტექსტილი გაიხსნა. ამ ეტაპზე საწარმოში 700 ადამიანია დასაქმებული, მომავალი წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 4 ათასამდე გაიზრდება. პანდემიის პირობებში და ეკონომიკური კრიზისის დროს აღნიშნული საწარმოს გახსნა მართლაც, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ „აჭარა ტექსტილის“ მოღვაწეობის შედეგად ბევრი წარმატებული და ცნობილი სპორტსმენი ატარებს საქართველოში შეკერილ ფორმას რისი მეშვეობითაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიცნო საქართველო. ამჟამად, „აჭარა ტექსტილს“ ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს და დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი.„აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ. აჭარა ტექსტილის მფლობელს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის დამფუძნებელს, ამავე ასოციაციის წევრსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტრორთა ასოციაციის სახელით, ვულოცავთ ახალი საწარმოს გახსნას და ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს.