მადლობა სამედიცინო პერსონალს Print
Wednesday, 30 December 2020 06:25

ყველასთვის რთული წელი იყო 2020 წელი, COVID-19 პანდემიის მიერ გამოწვეულმა ვითარებამ სამწუხაროდ ყველა დაგვაზარალა. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციციის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რომლებიც პანდემიის რთულ პერიოდში თავდაუზოგავად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავენ ჩვენს ჯანმრთელობას. აქვე გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ დავრჩეთ სახლში და დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, ასე შევძლებთ უხილავი მტრის დამარცხებას. ჩვენ შენი, ჩემი, ჩვენი ჯანმრთელობა ერთად უნდა დავიცვათ. გავუფრთიხლდეთ ერთამენთს! ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას. ყველას გილოცავთ ახალ 2021 წელს! პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, ეს წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიმშვიდის, სიხარულის, სიკეთისა და წარმატების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისთვის! გისურვებდით, რომ რაც ვერ შევძელით გაგვეკეთებინა 2020 წელში გაორმაგებული ძალებით 2021 წელში გაგვეკეთებინოს.