საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში წარმოშობის სერთიფიკატის გაცემა განახლდა... Print
Friday, 09 July 2010 12:18

საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 30 დეკმებრის No-890 და No-1-1/2978 ერთობლივი ბრძანების თანახმად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უფლება მიეცა განაახლოს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა.

თუ 2008 წლის 1 აგვისტომდე პალატა გასცემდა მხოლოდ საქონლის წარმოშობის CT-1 სერტიფიკატს, აღნიშნული ბრძანებით, მას უფლება მიეცა დამატებით გასცეს კიდევ სამი სერტიფიკატი:

1. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი;

2. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა "A";

3. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR 1.

პალატას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სერტიფიკატების გაცემისა, რაც იმის გარანტიაა, რომ ჩვენი მომსახურება იქნება ოპერატიული, მაღალხარისხიანი და გაცილებით შეღავათიანი.

პალატის მერ სერტიფიკატის გაცემის ვადა და მოსმახურების ტარიფი (დღგ- ჩათვლით) განისაზღვრა შემდეგი სახით:

- თუ სერტიფიკატის გაცემას დასჭირდა 2 სამუშაო დღეზე მეტიუფასო;

-  2 დღე – 20 ლარი;

-  4-8 საათი – 50 ლარი;

-  1-3 საათამდე – 75 ლარი.