შეხვედრა ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურთან... Print
Saturday, 03 July 2010 10:16

მიმდინარე წლის 2 ივლისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა ექსპორტიორთა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის უფროსთან ბ-ნ მიხეილ კობალაძესთან, ევროკავშირის წარმომადგენლობის სავაჭრო ატაშესთან ქ-ნ ვირჯინია კოსოულთან და გერმანიის ტექნიკური დახმარების წარმომადგენლებთან ქ-ნ ალექსანდრა ოპერმანთან და ალექსანდრე რევიასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. ბათუმში თურქეთის სავაჭრო ატაშე ვოლკან ბერკერი, ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ჯეზმი აქშაჰინი, ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან შერვაშიძე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სერთიფიცირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი პირები, 32-მდე ექსპორტიორი და მასმედიის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე შედგა ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის პრეზენტაცია, ევროკავშირის სავაჭრო ატაშემ წარმოადგინა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ პრეზენტაცია.

შეხვედრაზე ექსპორტიორთა მხრიდან დაისვა საკითხები, რომელთაგან დროული გადაჭრა უფრო გაუადვილებდა მათ მუშაობას და გაზრდიდა საქართველოს ექსპორტის მოცულობას.

ექსპორტის ხელშეწყობის სამსახური უახლოეს მომავალში აამოქმედებს სავაჭრო ვებ-პორტალის და ექსპორტის ხელშეწყობის საინფორმაციო ცენტრს, რაც დაეხმარება ბიზნესმენებს უცხოელ შემსყიდველებთან ურთიერთობების დამყარებაში.