ინფორმაცია... Print
Thursday, 01 July 2010 09:06

თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოში ქ. ბათუმში თავისი მოვალეობის აღსრულებას შეუდგა ვაჭრობის ახალი ატაშე ვოლკან ბერქერი. მიმდინარე წლის 29 ივნისს ბ-ნ ვოლკან ბერქერთან შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ჯეზმი აქშაჰინი და გენერალური მდივანი თამაზ შავაძე. შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს. ინვესტორთა ასოციაცია ულოცავს ვაჭრობის ატაშეს ბ-ნ ვოლკან ბერქერს ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებას და უსურვებს წარმატებებს ორი მეგობარი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში.