”გადასახადებისგან თავისუფალი ზონა” IT კომპანიებისთვის... Print
Monday, 21 June 2010 07:21

მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT), სისტემებისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს გადასახადებისგან თავისუფალი ზონა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 18 ივნისს. ფინანსთა მინისტრმა კ ახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მსოფლიოში უმსხვილესი IT კომპანიებიდან ინვესტიციების მოზიდვას, რათა მათ საქართველოში რეგიონალური წარმომადგენლობები გახსნან და ”საქართველო ვაქციოთ IT ტექნოლოგიების” ცენტრად, ”რაც სრულიად შესაძლებელია”. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა, განაცხადა, მთავრობის წინადადება, რომელიც ჯერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ასევე შეეხება ადგილობრივ IT კომპანიებსაც.