შეხვედრა იშ ბანკის წარმომადგენლებთან Print
Thursday, 20 June 2019 14:22

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, იშ ბანკის, ბათუმის ფილიალის, დირექტორს ბატონ ბაშაკ იემენიჯის უმასპინძლა. შეხვედრა გამოსამშვიდობებელი ხასიათის იყო. თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბატონ ბაშაკს ნაყოფიერი მუშაობისთვის და ორ ქვეყანას შორის ბიზნეს კავშირის გამყარებისთვის. აგრეთვე ქალბატონ ნათია ღლონტს მიულოცა იშ ბანკის, ბათუმის ფილიალის, დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა, უსურვა მას წარმატება და კარიერული წინსვლა.