დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი Print
Tuesday, 26 February 2019 06:48

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ ,,დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი_ში“ მიიღო მონაწილეობა. ,,დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი“ არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც ბათუმის სახელმწიფოსაზღვაო აკადემია უწევს ორგანიზებას. ფორუმის ძირითადი მიზანია: კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელთა, დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოება, ასევე მნიშვნელოვანია რომ სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შანსი შეხვდნენ უშუალოდ დამსაქმებელს და მათთვის სასურველპოზიციაზე გააკეთონ განაცხადი.