ქალაქ ტრაპიზონში თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა Print
Friday, 22 February 2019 07:19

თურქეთის რესპუბლიკის რაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიწვევით თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართეს: აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა აჭარაში ტარიელ გიორგაძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელმა ბონდო ტაბატაძემ. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლებმა თურქ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ომბუდსმენის მუშაობის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. ქართული დელეგაციის წევრებმა ბიზნესმენების კითხვებს უპასუხეს. შეხვედრაზე წარდგენილ იქნა კლიპები აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ აქართველოს გენერალური კონსული ქ.ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძე და თურქეთის ესპუბლიკის გენერალური კონსული ქ.ბათუმში მაქბულე კოჩაკი, ასევე საქართველოს აერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქანი.