ამა წლის 6 მაისს გაიმართა მმართველთა საბჭოს მორიგი სხდომა... |
Monday, 10 May 2010 10:25 |
ამა წლის 6 მაისს გაიმართა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხები: 1. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან ბ-ნ ლევან ვარშალომიძესთან და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ზაზა გუმბერიძესთან შემდგარ შეხვედრებზე დასმული საკითხების ირგვლივ მიმდინარე მუშაობის შედეგები; 2. ასოციაციის წევრების, წევრობის პოტენციური კანდიდატების და ხელისუფლების უფლებამოსილი პირების ერთობლივი ვახშამის მოწყობის ორგანიზება; 3. ახალი ფირმების გაწევრიანებაზე ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება; 4. საწევროების გადახდის მდგომარეობა; 5. შპს “Doruk Nut and Food Company” გარიცხვა წევრობიდან; 6. სასტუმრო შერატონთან გაფორმებული ფასდაკლებითი ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია; 7. ტუბერკულოზის საავადმყოფოს თხოვნის საკითხი დახმარებაზე. 8. GPI Holding სადაზღვეო კომპანიის გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღება; 9. შპს “ორცვას” გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღება; 10. ინფორმაცია ასოციაციის თანამშრომლების მუშაობის შესახებ და პრემიების საკითხი; 11. სხვადასხვა საკითხები. სხდომას ესწრებოდნენ მართველთა საბჭოს წევრები. |