ბათუმში დონორთა საერთაშორისო კონფერენცია „აჭარა-თანამშრომლობა განვითარებისათვის 2015“ გაიხსნა Print
Saturday, 07 November 2015 08:40

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ კონფერენცია „აჭარა-თანამშრომლობა განვითარებისათვის 2015“ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა. დონორთა საერთაშორისო კონფერენცია აჭარის მთავრობის ორგანიზებით სასტუმრო „შერატონში“ იმართება. კონფერენცია უკვე მეხუთე წელია იმართება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ყოველწლიური შეხვედრისა და მსჯელობის პლატფორმად ჩამოყალიბდა. ღონისძიებას 16 ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციის ფარგლებში იგეგმება რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მნიშვნელობის შესახებ სექტორული პრეზენტაციები და მიმდინარე წელს განსახორციელებელი საქმიანობებისა და აქტივობების მოკლე მიმოხილვა. გამოცდილების გაზიარება, ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღმავება და სამომავლო ინიციატივების შესახებ იმპულსების დაფიქსირება დონორთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის ძირითად მიზანს წარმოადგენს.დონორთა კონფერენციას ასევე ესწრებოდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოცისციაც.