საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენი თურქ ინვესტორებს შეხვდა Print
Wednesday, 03 December 2014 08:32

2014 წლის 3 დეკემბერს, სასტუმრო ინტურისტ პალასში საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გვახარია აჭარაში მოღვაწე თურქ ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. მიზანი არსებული პრობლემების გაცნობა და ბიზნეს გარემოს ხელშეწყობაა. კონკრეტულად რა პრეტენზიები და შენიშვნები აქვთ თურქ ინვესტორებს, საკითხთან დაკავშირებით მათ მხოლოდ ტექნიკური სახის პრობლემებზე ისაუბრეს. აჭარაში საგადასახადო ომბუდსმენის წარმომადგენლის ოთარ რიქაძის განცხადებით, ინვესტორებმა შენიშვნები სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხზე გამოთქვეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ,  ასოციაციის გენერალური მდივანი ბატონი ოსმან  ჩალიშქანი და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.