საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორტა ასოციაციაში Print
Friday, 19 September 2014 11:16

2014 წლის 18 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა ვოტსონი ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში  გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს. კერძოდ ტექსტილის სფეროს აჭარის რეგიონში, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონმა ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ ქალბატონ სარა ვოტსონს ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდა რითაც დაინტერესდა.    ასევე საუბარი თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს შეეხო, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა საუბრისას აღნიშნა, რომ შესაძლებელია ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ყველაფერს გააკეთებს რათა ამერიკული ინვესტიციები ჩაიდოს საქართველოში.