აჭარა პირველ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს Print
Friday, 05 September 2014 17:41

სასტუმრო „შერატონი“პირველი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს. ფორუმში მონაწილოებენ (ჩეხეთი, უკრაინა, თურქეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, უნგრეთი, ბელორუსია) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, უცხოელი ინვესტორები, საქართველოში მოღვაწე უცხოური და ადგილობრივი კომპანიები,  სავაჭრო– სამრეწველო პალატები, ბიზნეს ასოციაციები, მედია და სხვა. პრეზენტაციებით უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რეგიონში მოქმედი 6 კომპანიის წარმომადგენელი წარსდგა.ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ წარადგინა პრეზენტაცია ასოციაციის მოღვაწეობის და ასოციაციის წევრი კომპანიების შესახებ. უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენები რეგიონის საინვესტიციო გარემოსა და საპრივატიზაციო პროექტებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა.  ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშილი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პერტაია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი ესწრებიან.ასევე საერთასორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ,ასოციაციის გენერალური მივანი ოსმან ჩალიშქანი და წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი აჭარის რეგიონში პირველად ჩატარდა. ფორუმი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომავალ წელსაც ჩატარდება.