დაინტერესებული პირის მიერ მშენებლობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები და განსახორციელებელი პროცედურები Print
Friday, 09 December 2011 07:12

1.მშენებლობის დაწყებამდე დაინტერესებული პირი მიმართავს შესაბამის საპროექტო ფირმას ასაშენებელი ობიექტის პროექტირებისათვის (პროექტის საფასური განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით);

2.პროექტის შეგდენის შემდგომ საპროექტო ფირმა პროექტის შესათანხმებლად მიმართავს ქ. ბათუმის მერიას;

3.იმ შემთხვევაში თუ ქ. ბათუმის მერიის მიერ მოწონებულ იქნება პროექტი დაინტერესბეული პირი იხდის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დადგენილ საზღაურს (რომელიც გამოითვლება კვ.მ. მიხედვით);

4.შესაბამისი ნებართვის აღების შემდგომ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დაიწყოს პროექტით გათვალისწინებული შენობის მშენებლობა;

5.მშენებლობის დროს ნებირმიერი ცვლილება უნდა  შეთანხმდეს ქ. ბათუმის მერიასთან, პროექტში ცვლილებების შეტანისას იგივე პროცედურებია რა პროცედურების არის დადგენილი მშენებლობის ნებართვის აღებისათვის;

6.იმ შემთხვევაში მშენებლობჰის უსაფრთხოებისათვის დაინტერესებული პირი აპირებს უსაფრთხო ღობით ტერიტორიის შემოღობვას, ის წერილობით მიმართავს ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვს შემოღობვასთან დაკავშირებით შესაბამისი ნებართვის გაცემას, რისთვისაც მან განცხადებას თან უნდა დაურთოს შემოღობსვის გეგმა ნახაზი;

7.იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირი აპირებს შესაბამისი დროებითი რეკლამების განთავსებას, შესაბამისი სარეკლამო ბანერების დამზადების დროს წარწერები უნდა იყოს ქართულ ინგლისურ და მის მიერ არჩეულ სხვა ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ჭარწერები უნდა იყოს ერთნაირი ზომისა და ხარისხის;

8.მშენებლოიბის დროს აუცილებელია იმ პირს ვინც ახორციელებს მშენებლობას შტატში ჰყავდეს უსაფრთხოების ინჟინერი, რომელიც გააკონტროლებს მუშების უსაფრთხოებას სამშენებლო ობიეტქზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უბედური შემთხვევის დადგომის დროს პასიხისმგებლობა ეკისრება მშენებარე ფირმის დირექტორს;

9.სამშენებლო სამუშაოების დროს ისეთი სამუშაოების შესრულებისას რომელიც არ ჩანს აუცილებელია ფარული აკტების გაკეთება;

10.მშენებლობის დროს აუცილებელია აგრეთვე შტატში მშენებელ-ინჟინერის ყოლა;

11.მშენებლობის დასრულების შემდგომ დაინტერესებული პირი შენობის ექსპლუატაციისათვის (ვარგისად აღიარებისათვის) მიმართავს ქ, ბათუმის მერიას;

12.ქ. ბათუმის მერიის მიერ აშენებული ობიექტის ვარგისად აღიარების შემდგომ ხდება შენობის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია;