ელ. ენერგიის მიერთებასთან დაკავშირებული პროცედურების ჩამონათვალი Print
Friday, 09 December 2011 06:51

1.დაინტერესებულმა პირმა ტექნიკური პირობის ასაღებად წერილობით უნდა მიმართოს სს "ენერგო-პრო ჯორჯიას", განცხადებაში დაინმტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს ობიეტქზე არსებული დანადგარების რაოდენობისა და სიმძლავრის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია მოთხოვნილი ელ. ენერგიის საერთო სიმძლავრის შესახებ;

2.ტექნიკური პირობის აღების შემდგომ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს შესაბამის საპროექტო ფირმას, რათა მოხდეს პროექტირება, პროექტის შეთანხმება ხდება სს "ენეგრო-პრო ჯორჯიასთან";

3.პროექტის შეთანხმების შემდგომ დაინტერესბეული პირი დაიწყებს შესაბამის სამუშაოებს;

4.შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ დაინტერესებულ პირი მიმართავს წერილობით სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს და წერილობით მოითხოვს მის მიერ შესრულებული სამუშაოების შემოწმებას (სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მიერ გაცემული და შეთანხმებული პროექტთან შესაბამისობას);

5.სამუშაოების დასრულების შემდგომ დაინტერესებული პირი მიმართავს სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტად აყვანასთან დაკავშირებით;

6.სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მიერ გაცემული ტექნიკური პირობის საზღაურს ადგენს სს "ენერგო-პრო ჯორჯია".