ობიექტზე წყლისა და კანალიზაციის მიერთებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი პროცედურების ჩამონათვალი: Print
Friday, 09 December 2011 06:48

1.დაინტერესებულმა პირმა ობიექტზე წყლისა და კანალიზაციის მიერთებასთან დაკავშირებით უნდა აიღოს შესაბამისი ტექნიკური პირობა. თექნიკური პირობის აღება შესაძლებელია შპს "ბათუმი წყალი"-ში, რისთვისაც დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს ობიექტის გეგმა, აგრეთვე ინფორმაცია ობიექტის მიერ მოხმარებული წყალთან დაკავშირებით. თექნიკური პირობის ასაღებად დაინტერესებული პირი იხდის შესაბამის საზღაურს, რომელიც დადგენილია შპს "ბათუმის წყალი"-ს მიერ;

2.ტექნიკური პირობის აღების შემდგომ, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს ქ. ბათუმის მერიას შესაბამისი ნებართვის ასაღებად რათა უზრუნველყოს ქუჩის ან/და სხვა სავალი ტერიტორიის გათხრა და შესაბამისი წყლისა თუ საკანალიზაციო მილების გაყვანა;

3.ქ. ბათუმის მერია დაინტერესებულ პირს მისცემს ე.წ. შემოვლის ფურცელს, რის შემდგომაც დაინტერესებული პირი ვალდბეულია შემოვლის ფურცელში აღნიშნულ ორგანიზაციებს მოაწერინოს ხელი და სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოს შემოვლის ფურცელში აღნიშნულ ორგანიზაციების წინასწარ გააფრთხილება.

4.მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ დაინტერესებულ პირს შეუძLია თვითონ ან/და შესაბამისი ორგანიზაციის საშუალებით განახორციელოს წყლის მილების ან/და საკანალიზაციო მილების მონტაჟი;

5.სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ დაინტერესებული პირი ინფორმაციას აწვდის შპს "ბათუმის წყალ"-ს და მიერთებას ახორციელებს უშუალოდ შპს "ბათუმის წყალი";