ობიექტზე გაზის შემოყვანა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული განსახორციელებელი პროცედურების ჩამონათვალი: Print
Friday, 09 December 2011 06:43

1.შპს "სოკარ გაზი აჭარა"-საგან დაინტერესებულმა პირმა უნდა აიღოს ტექნიკური პირობა, რისთვისაც შპს "სოკარ გაზი აჭარა"-ს უნდა მიმართოს წერილობით და მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა ტიპის დანადგარები უნდა დამონტაჟდეს ობიექტზე და რა იქნება დამონტაჟებული დანადგარების სიმძლავრე;

2.ტენქიკური პირობის აღების შემდგომ სავალდებულოა ობიექტის გაზმომარაგების პროექტის გაკეთება, პროექტირებას აკეთებს შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფირმა;

3.ობიექტის გაზმომარაგების პროექტის აღების შემდგომ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს შესაბამის ლიცენზირებულ სამონტაჟო ფირმას, რომელიც უზრუნველყოფს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მონტაჟს;

4.შესაბამისი მონტაჟის დასრულების შემდგომ დაინტერესებულმა პირმა და სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელმა ფირმამ უნდა მიმართოს შესაბამის ექსპლუატაციის სამსახურს, რისთვისაც დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაიხადოს ბუნებრივი აირის მიერთების საფასური და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიეწოდება ბუნებრივი აირი;

5.შესაბამისი ექსპლუატაციის სამსახურში მიმართვისას დაინტერესებულ პირს უნდა ჰყავდეს დანიშნული გაზის მეურნეობისათვის შესაბამისი პასუხისმგებელი პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სერტიფიკატი;

6.გაზმომარაგების პროექტისა და ბუნებრივი აირის სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით (მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით);