შეხვედრა სსია-ს ოფისში Print
Thursday, 15 September 2011 14:55

2011 წლის 15 სექტემბერს, სსია-ს სტუმრობდა თურქთის ქალაქ საქარიის ვაჭრებისა და ხელოსნების ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ჰასან ალიშანი და თურქეთის საცხობების ფედერაციის გენერალური კოორდინატორი ბატონი ნეცდეთ ჩოხამური. სსია-ს გენერალურმა მდივანმა ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა სტუმრებს მიაწოდა ინფომრაცია სსია-ს სტურქტურასა და წევრების შესახებ და აგრეთვე გაიმართა ასოციაციის შესახებ პრეზენტაცია. სამომავლოდ დაიგეგმა აღნიშნული ასოციაციების 50 კაციანი დელეგაციის ვიზიტი აჭარაში, ვიზიტს კოორდინირებას გაუწევს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.