აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ესტუმრა... Print
Friday, 08 July 2011 12:58

2011 წლის 8 ივლისს, აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე  საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.  მთავრობის მიზანია მაქსიმალურად ხელი შეუიწყოს ინვესტორებს მუშაობაში, დაეხმაროს წარმატებული ბიზნესის აწყობაში, რაც უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნისა და აჭარის ეკონომიკური სიძლიერის გარანტია -  განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. მთავრობის თავმჯდომარემ ინვესტორებს  მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე განიხილეს ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის თურქეთის ქ. ადანიდან ჩამოსული ბიზნესმენთა ჯგუფის ინიციატივა აჭარის აგროსექტორში ინვესტიციების განხორციელების თაობაზე. შეხვედრაზე აგრეთვე განხილული იქნა საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა და აგრო ბიზნესცენტრის  მშენებლობა ქალაქ ბათუმში. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებთან ლევან ვარშალომიძის შეხვედრა რეგულარულ, ყოველთვიურ ხასიათს ატარებს.