საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ფორუმში... |
|
Saturday, 30 April 2011 09:42 |
მიმდინარე წლის 30 აპრილს ბათუმის "შერატონ პალასში", საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ფორუმში. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი პერტაია და სხვა ოფიციალური პირები და ორგანიზაციები. განხილვის მთავარი თემა კერძო აუდიტორთა სისტემის დანერგვა იყო. კერძო აუდიტორების შესახებ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები რამდენიმე კვირაში იქნება მზად. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შემდეგ მეწარმე თავად გადაწყვეტს, რომელმა უწყებამ შეამოწმოს შემოსავლების სამსახურმა თუ ამ სამსახურსი აკრედიტებულმა კერძო აუდიტორმა. თუ ბიზნესი აუდიტორს აირჩევს, შემოსავლების სამსახური მის დასკვნას აღიარებს და ბიზნესს ხელახლა აღარ შეამოწმებს. საგადასახადო კოდექსის დახვეწის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობს საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.
|