ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე გიორგი პერტაია დაინიშნა… |
Tuesday, 01 February 2011 10:06 |
ბიზნეს ომბუდსმენის ახლადშექმნილი თანამდებობა გიორგი პერტაიამ დაიკავა. გიორგი პერტაია მაისიდან პრემიერ–მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებში. მან დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. რამოდენიმე წლის წინ იგი მუშაობდა ამერიკის სავაჭრო პალატის ვაჭრობისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ და მისი მთავარი ფუნქცია ბიზნესის ინტერესების დაცვა იყო. საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას იანვრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. ბიზნესმენების უფლებათა დამცველი, რომელსაც კანონის თანახმად პრემიერ–მინისტრი ნიშნავს, ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშეც, რადგან ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. |