ინფორმაცია ქობულეთის “თავისუფალი ტურისტული ზონის” განვითარების შესახებ... Print
Wednesday, 15 September 2010 13:45

დაიწყო განაცხადების მიღება იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ქობულეთის "თავისუფალი ტურისტული ზონის" განვითარების მიზნით (ე.წ "ფიჭვნარის” ტერიტორია, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით), სასტუმროების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. გამოყოფილია მიწის 3 ნაკვეთი (საერთო ფართით 11,3 ჰა), რომლებზედაც დაგეგმილია 27 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი. მშენებლობის განხორციელების მსურველს შეუძლია ამათგან გააკეთოს არჩევანი. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების სართულიანობაც: 5, 6 ან 7 სართული (42, 52 ან 60 ნომერი). (იხილეთ დანართი) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის სრული პაკეტი მზად იქნება მ/წლის 24 სექტემბრისთვის.  დამკვეთის სურვილის შესაბამისად შესაძლებელია პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა. აღსანიშნავია, რომ: - სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად; - დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ; - ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით. იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა დამთავრდება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა 2011 წლის 1 აგვისტომდე, ინვესტორი გათავისუფლებული იქნება 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან. განაცხადები მიიღება მ/წლის 30 ოქტომბრამდე. დაწვრილებითი ცნობებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ: სამინისტროს ურბანიზაციის და მშენებლობის დეპარტამენტს, საკონტაქტო ტელეფონები:  99 10 45; 99 10 46; 99 11 13; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტს, საკონტაქტო ტელეფონი: 8(88222) 4-79-18; საინფორმაციო სამსახურს, საკონტაქტო ტელეფონები:  8(88222) 4-79-38; 8(88222) 4-79-39; 8(88222) 4-79-40).