შეხვედრა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან Print
Sunday, 05 November 2023 06:58

2023 წლის 3 ნოემბერს ქ.ანკარაში საქართველოს საელჩოში, Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ჯანჯღავას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერობები და საქართველოს საინვესტიციო გარემო და ერთობლივად ბიზნეს ფორუმების ორგანიზება. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მმართველთა საბჭოს წევრები.