შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს სეზაი უჩარმაქთან Print
Sunday, 05 November 2023 06:36

2023 წლის 3 ნოემბერს ქ.ანკარაში თურქეთის ვაჭრობის სამინისტროში, Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს სეზაი უჩარმაქს შეხვდა. მიმდინარე შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო პოტენციალი და ექსპორტ-იმპორტის საკითხები. აღნიშნულ შეხვედრას Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მმართველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.