თბილისში თურქეთის საელჩოში თურქეთის რესპუბლიკის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა Print
Sunday, 05 November 2023 05:54

2023 წლის 30 ოქტომბერს ქ. თბილისში თურქეთის საელჩოში თურქეთის რესპუბლიკის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასოციაციების თავმჯდომარეები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ღონისძებას ასევე დაესწრო DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბატონმა ოსმანმა კიდევ ერთხელ მიულოცა ყველას თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების მე-100 წლისთავის იუბილე და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ღონისძიების ორგანიზიებისთვის.