საერთაშორისო კონფერენცია ‘’CEO MeetUp’’ ვაჭრობა და ლოჯისტიკა Print
Wednesday, 01 November 2023 13:39

2023 წლის 24 ოქტომბერს უინდემ გრანდ თბილისში Caspian Energy Club Georgia-ს ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია ‘’CEO MeetUp’’ ვაჭრობა და ლოჯისტიკა გაიმართა. კონფერენციას მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასოციაციის თავმჯდომარეები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, შუა დერეფნის შესაძლებლობები და პერსპექტივები და ლოჯისტიკაში არსებული სიახლეები და გამოწვევები. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ სიტყვით მიმართა. ბატონმა ოსმანმა ისაუბრა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და მეტი უცხოური ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობაზე.