ExpoMed Batumi 2023 Print
Wednesday, 27 September 2023 07:48

დასრულდა კომპანია “Expo Batumi”-ის მიერ ორგანიზებული, სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა “ExpoMed Batumi”. გამოფენაში მონაწილეობას ღებულობდა 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება. ExpoMed Batumi-ის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ახალი კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.