წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა Print
Friday, 14 April 2023 06:02

ბათუმშიკომპანია “Expo Batumi”-ის  ორგანიზებით 24-26 მარტს წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა - “Batumi Book & Higher Education 2023” გაიმართა. გამოფენის მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობაა. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამები.