გამოსამშვიდობებელი საღამო Print
Saturday, 25 June 2022 10:23

2022 წლის 22 ივნისს ქ.თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასოციაციის თავმჯდომარეები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.  გამოსამშვიდობებელ საღამოზე სტუმრებმა ისაუბრეს თურქეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. Deik-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქალბატონ ელჩს შედეგიანი მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა მას სამომავლო საქმიანობაში.