ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 15 September 2014 05:59

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 240

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 08 September 2014 11:14

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 239

 
აჭარა პირველ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს PDF Print E-mail
Friday, 05 September 2014 17:41

სასტუმრო „შერატონი“პირველი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს. ფორუმში მონაწილოებენ (ჩეხეთი, უკრაინა, თურქეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, უნგრეთი, ბელორუსია) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, უცხოელი ინვესტორები, საქართველოში მოღვაწე უცხოური და ადგილობრივი კომპანიები,  სავაჭრო– სამრეწველო პალატები, ბიზნეს ასოციაციები, მედია და სხვა. პრეზენტაციებით უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რეგიონში მოქმედი 6 კომპანიის წარმომადგენელი წარსდგა.ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ წარადგინა პრეზენტაცია ასოციაციის მოღვაწეობის და ასოციაციის წევრი კომპანიების შესახებ. უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენები რეგიონის საინვესტიციო გარემოსა და საპრივატიზაციო პროექტებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა.  ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშილი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პერტაია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი ესწრებიან.ასევე საერთასორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ,ასოციაციის გენერალური მივანი ოსმან ჩალიშქანი და წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი აჭარის რეგიონში პირველად ჩატარდა. ფორუმი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომავალ წელსაც ჩატარდება.

 
თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის ბატონი ენგინ არიქანის ვიზიტი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში PDF Print E-mail
Sunday, 31 August 2014 17:33

2014 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ბატონი ენგინ არიქანი ეწვია. ენგინ არიქანმა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ბატონ ჯემალ ბილგინგულლუოღლუსთან და გენერალურ მდივანთან ბატონ ოსმან ჩალიშქანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები:  დიპლომატმა ასოციაციის წარმომადგენლებს  საკუთარი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მოახლოების შესახებ აცნობა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ენგინ არიქანი დიპლომატიურ მოღვაწეობას ბათუმში ოფიციალურად 31 აგვისტოს დაასრულებს და მუშაობის გაგრძელებას ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გეგმავს. ცნობილია, რომ მას თურქი დიპლომატი იასინ თემისქანი ჩაანაცვლებს. ახალი გენერალური კონსული მოვალეობის შესრულებას 15 სექტემბრიდან შეუდგება. შეხვედრის დასასრულს ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ და ენგინ არიქანმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიან ურთიერთობას მომავალშიც განაგრძობენ.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 31 August 2014 13:06

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 238

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 24 August 2014 11:57

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 237

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 17 August 2014 08:27

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 236

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 10 August 2014 08:24

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 235

 
საქველმოქმედო ვახშამი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად PDF Print E-mail
Tuesday, 05 August 2014 07:26

2014 წლის 4 აგვისტოს ლეიკემიით და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა. საღამოდან შემოსული თანხა დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება და დაავადებული მოზარდების მკურნალობასა და რეაბილიტაციას მოხმარდება. ვახშამზე სტუმრებს შორის იყო ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმიც, რომელიც დიტო ცინცაძის ფონდის მოწვევით საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა.მსახიობი სოციალური კლიპის გადაღებებში ჩაერთვება, რომელსაც რეჟისორი გიორგი ოვაშვილი იღებს.საქველმოქმედო ვახშამს ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 03 August 2014 07:57

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 234

 
<< Start < Prev 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 Next > End >>

Page 80 of 122