ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
შეხვედრა თურქ ბიზნესმენებთან... PDF Print E-mail
Sunday, 15 August 2010 07:24

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს საქართველოს ინვესტორთა ასოციაციის ოფისს სტუმრობდა ბიზნესმენები თურქეთიდან– ოზგურ ქემალი ისტამბულის ბაზრის მეპატრონე, რეჯაი დელიბაშიოღლუ სტამბოლში ართვინელთა დიასპორის პრეზიდენტი და მისი მოადგილე მეჰმეთ კოქსალი. ბიზნესმენების ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობას. ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილესთან ჯეზმი აქშაჰინთან და ასოციაციის გენერალურ მდივან თამაზ შავაძესთან შეხვედრისას ბიზნესმენებმა განაცხადეს, რომ 4–5 სექტემბერს ისინი კვლავ ეწვევიან აჭარას გერმანელ ბიზნესმენებთან ერთად.

 
საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების შესახებ... PDF Print E-mail
Wednesday, 11 August 2010 13:50

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება No 3489–ის თანახმად 2010 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებები და დამატებები, გარდა პირველი მუხლის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე, მე-40 ნაწილებისა და 41-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, რომელიც ძალაში შევა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან.

ეს ცვლილებები და დამატებები ასევე მოიცავს ჯარიმებისა და ალკოჰოლურ სასმელებზე სააქციზო გადასახადის გაზრდას, რომლის ხელმეორედ გადახედვა მოხდება შემოდგომაზე, ხოლო საბოლოო სახე ძალაში შევა 2011 წლის 1 იანვრიდან.

დაწვრილებით...

 
ბათუმში ახალი თევზის რეტორანი გაიხსნა... PDF Print E-mail
Tuesday, 10 August 2010 12:08

ბათუმში არდაგანის ტბასთან ახალი თევზის რესტორანი Grand Grill-ი გაიხსნა. მასში უმაღლესი მომსახურებით ათობით სახეობის თევზის კერძებს სთავაზობენ. Grand Grill-ი აფართოებს თავისი რესტორნების ქსელის არეალს ბათუმში. რამდენიმე ხნის წინ გაიხსნა Grand Grill-ის რესტორანი, სადაც 40-მდე სახეობის ქაბაბს სთავაზობენ კლიენტებს. ამჟამად თევზის მრავალი კერძებითა და უმაღლესი ხარისხის სერვისით მომუშავე ახალი რესტორანი ნამდვილად კარგი შენაძენია ზღვისპირა ქალაქ ბათუმისათვის. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ულოცავს თავის წევრს ბ-ნ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს კიდევ ერთი პროექტის წარმატებით დასრულებას.

 
ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები 14,5 მილიონ დოლარად იყიდება... PDF Print E-mail
Tuesday, 10 August 2010 06:22

ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბათუმის ნავთობაგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები: 01-ფარდული, 02-ტუალეტი, 03-სატუმბო ფარდული, 04-ადმინისტრაციული, 05-სატრანსფორმატორო, 06-სატუმბო სადგური, 07-სასადილო, 08-ავტოჩამომსხმელი წერტილი, 09-საოპერატორო (გაუქმებული), 10-ადმინისტრაციული საოპერატორო, 11-სატუმბო ფარდული, 12-სატუმბო ფარდული, 13-სატუმბო ფარდული, 14-საწყობ-სახელოსნო, 15-სატრანსფორმატორო, 16-ფარდული, 17-სატუმბო ფარდული, 18-ტუალეტი, 19-სატუმბო ფარდული (გაუქმებული), 20-საოპერატორო, 21-ნავთობდამჭერი რეზერვუარები, 1-დან 46-ის ჩათვლით ნავთობის რეზერვუარები, 47-ე ტექნიკური წყლის რეზერვუარი და მათზე დამაგრებული 232607 კვ.მ. მიწის ფართი; შენობა-ნაგებობი (საერთო ფართი-948,9 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული 1541 კვ.მ. მიწის ფართი; შენობა-ნაგებობი №1-საოპერაციო, №2-სატრანსფორმატორო, №3-სატუმბი ფარდული, №4-ნავთობდამჭერი, №5-ნავთობდამჭერი და მათზე დამაგრებული 14943 კვ.მ. მიწის ფართი; შენობა-ნაგებობი №1-ფარდული, №2-საოპერაციო ესტაკადა და მათზე დამაგრებული 4470 კვ.მ. მიწის ფართი; 987 კვ.მ. მიწის ფართი; №1 შენობა-ნაგებობა (საერთო ფართი – 174,80 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული 40500 კვ.მ. მიწის ფართი; 3585 კვ.მ. მიწის ფართი; ტექნიკური წყლის მილსადენი (სიგრძე 4455,46 მ; ხაზოვანი ნაგებობა კაშხალი (სიგრძე 409 მ.) რკინიგზის ესტაკადა (სიგრძე 214,99 მ); მილსადენი (სიგრძე 7655,19 მ.); რკინიგზის ესტაკადა (სიგრძე 904,5 მ); მილსადენი (ნავთობსადენები: 1. დიამეტრი-250მმ. სიგრძე-1259,4 მეტრი(ნავთობის); 2. დიამეტრი-300მმ. სიგრძე-2283.2 მეტრი(ბენზინის); 3. დიამეტრი-300მმ. სიგრძე-3478,4 მეტრი(ნავთობის), სიგრძე-7021 მ; რკინიგზის ესტაკადა (სიგრძე-185 მ.); რკინიგზის ესტაკადა (სიგრძე-185 მ.)

დეტალური ინფორმაცია...

 
შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან ბიზნეს ინტერესების დაცვის საკითხებში ბ-ნ გიორგი პერტაიასთან... PDF Print E-mail
Monday, 09 August 2010 15:06

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში შედგა შეხვედრა ინვესტორების პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან ბიზნესის დაცვის საკითხებში გიორგი პერტაიასთან. შეხვედრაზე ბ-ნი გიორგი გაეცნო ინვესტორთა ასოციაციის საქმიანობას, პირადად მოუსმინა ინვესტორებს და გაეცნო იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან თავიანთ საქმიანობაში. ინვესტორებმა დააყენეს კონკრეტული საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც თხოვენ საქართველოს მთავრობას. მათ შორის სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების ტარიფების გადახედვა და საბაჟოსთან მიმართებაში არსებული პრობლემის მოგვარება მოითხოვეს. ასევე მწვავედ დაისვა საკითხი საფინანსო პოლიციასა და პროკურატურასთან ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და კონკრეტულად მოყვანილი იქნა მაგალითები, რომლებიც უკვე არა ერთია და დიდად ლახავს საქართველოს საინვეტიციო იმიჯს. ბ-ნი გიორგი პერტაია მუშაობდა ამერიკის სავაჭრო პალატაში, USID-ისა და ევროკავშირის პროექტებში, დამთავრებული აქვს დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა და მუშაობდა ვაშინგტონში კომპანია HAMILTON-ში. ის კარგად იცნობს ბიზნესს და ენერგიულად ცდილობს მათი საკითხების მოგვარებას. ამდენად ინვესტორები დიდ იმედს გამოთქვამენ, რომ მათი პრობლემები მიტანილი იქნება პრემიერ-მინისტრამდე და დროულად გადაწყდება. გიორგი პერტაიამ ინვესტორებს განუცხადა, რომ ყოველი პრობლემა რომელიც დაისმება იმავე დღეს მოხსენდება პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს და ძალიან მოკლე ვადებში იქნება განხილული და გადაწყვეტილი. “მე გაძლევთ გარანტიას იმისას, რომ თქვენს მიერ დასმული საკითხი იმავე დღეს მოხსენდება პრემიერ-მინისტრს. დაკავშირებისათვის ისარგებლეთ მობილური ტელეფონით, E-მაილით, საიტზე განთავსებული ფორმით. თქვენი სურვილის შემთხვევაში ანონიმურობაც იქნება დაცული” - განაცხადა გიორგი პერტაიამ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია წერილობით მიაწვდის მთავარ მრჩეველს იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც სურთ ინვესტორებს.

 
შეხვედრა... PDF Print E-mail
Saturday, 31 July 2010 10:55

ამა წლის 31 ივლისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა შეხვედრა მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო კონსორციუმის თავმჯდომარესთან ბატონ ილია ტანოურთან. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემოდგომ ილია ტანოურმა ასოციაციის წევრებს შესთავაზა დახმარება და თანადგომა ტექნოლოგიების საკითხში. შეხვერდა მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა და მომავალში მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებას გვპირდება.

 
შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში... PDF Print E-mail
Friday, 30 July 2010 11:40

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში შედგა შეხვედრა თურქ ბიზნესმენებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბათუმში სამშენებლო საქმიანობით. ინვესტორები გაეცნენ აჭარში სამშენებლო ბიზნესის განვითარების ტენდენციებს, საგადასახადო კანონმდებლობასა და საინვესტიციო გარემოს. დელეგაციის ხელმძღვანელის მეჰმეთ არდანუჩის განცხადებით, აჭარაში არსებულმა საინვესტიციო გარემომ შთამბეჭდავი ზეგავლენა მოახდინა მათზე. ბიზნესმენები უკვე აწარმოებენ კონკრეტულ მოლაპარაკებას და უახლოეს მომავალში დაიწყებენ ინვესტირებას კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად.

 
შეხვედრა ფრანგ ინვესტორთან... PDF Print E-mail
Thursday, 29 July 2010 09:23

ამა წლის 29 ივლისს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა შეხვდერა ფრანგ ინვესტორთან იან იჩბიასთან, რომლიც გეგმავს ფრანგული რესტორნის და სასტუმროს აშენებას ქობულეთსა და კვარიათში. ინვესტორი ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბატონ თამაზ შავაძემ მიიღო. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ქონდა. ფრანგული რესტორნისა და სასტუმროს მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება და რეგიონს შეემატება კიდევ ერთი სასტუმრო და კვების ობიექტი ფნარგული რესტორნის სახით სახელად “პარიზი-ქობულეთი”.

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სემინარში, რომელიც ეძღვნებოდა აშშ-ს იმპორტის სტანდარტებს იმ პროდუქტებზე, რომელზეც ვრცელდება GSP... PDF Print E-mail
Tuesday, 27 July 2010 07:39

2010 წლის ივლისში სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამ-ით CLDP შესაბამისი სამთავრობო, სავაჭრო ასოციაციებისა და მწარმოებელი კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის გაიმართა სემინარებ, სექტორული შეხვედრებ და საიტ-ვიზიტებთბილისში, ქუთაისსა და ბათუმში თემაზე „როგორ გავზარდოთ საქართველოს ექსპორტი სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) ფარგლებში და როგორ დავაკმაყოფილოთ აშშ-ს იმპორტის სტანდარტები და მოთხოვნები“.

26 ივლისს . ბათუმში სასტუმრო შერატონში გამართულ სემინარზე პროგრამის მომხსენებლებ წარმოადგენდნენ აშშ–ს ვაჭრობის წარმომადგენლობით ოფისს (USTR), აშშ-ს საკვები პროდუქციის და წამლის ადმინისტრაციას (FDA), აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხოველთა და მცენარეთა უვნებლობის ინსპექციის სამსახურს (USDA/APHIS), ალკოჰოლის და თამბაქოს გადასახადის და ვაჭრობის ბიუროს (TTB), აშშ–ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვასა (CBP) და აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტს.

პროექტის მიზანი იყო:

1. პრაქტიკული დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობისა და სოფლის მეურნეობის ბიზნესისადმი, რათა ამ უკანასკნელთ შეეძოთ აშშ-ში არსებულ საბაზრო შესაძლებლობებში გარკვევა და ამ გზით საკუთარი პროდუქციის ექსპორტის გაზრდა.

2. საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლების ცოდნის დონის გაზრდა აშშ-ს მთავრობის საიმპორტო (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

3. საქართველოს მთავრობის და ექსპორტიორი კერძო სექტორის წარმომადგენლების შესაძლებლობათა ზრდა სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP) გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის საქმეში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი საჭიროებების შეფასების კვლევის მიხედვით, 2009 წლის დასაწყისში ქართული პროდუქტებისა და მომსახურების ექსპორტის 22 პროცენტით შემცირება იყო ნავარაუდევი. ამასთანავე, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 2009 წელს საქართველოს ექსპორტმა აშშ-ში სულ რაღაც 37 მილიონი დოლარი (საერთო ექსპორტის 3%) შეადგინა და შეიცავდა სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებულ სისტემაში (GSP) შემავალი 3400 პროდუქტიდან მხოლოდ 9-ს. სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური აქტივობის 16 პროცენტს შეადგენს, პროდუქციის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზაა სხვა ქვეყნებში გასატანად. სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებულ სისტემაში (GSP) შემავალი პროდუქციის აშშ-ში ექსპორტის გაზრდა შესაძლებელია ტექნიკური დახმარების მეშვეობით, რაც გულისხმობს საქართველოს ექსპორტიორთა ცოდნის გაღრმავებას, რათა მათ უკეთ შეძლონ საკვები პროდუქციის აშშ-ში ექსპორტის სტანდარტების მოთხოვნების შესრულება და აითვისონ GSP-ით გათვალისწინებული საექსპორტო შეღავათები.

 
შეხვედრა... PDF Print E-mail
Friday, 23 July 2010 12:24

საფრანგეთის სავაჭრო ატაშე დანიელ ფატათი საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას სტუმრობდა. შეხვედრაში მონაწილეობდა ფრანგ ბიზნესმენთა საბჭოს კავკასიის კოორდინატორი. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ასოციაციის თავმდჯდომარემ ჯემალ ბილგინგულლოღლუმ მათ გააცნო ასოციაციის სტრუქტურა, ძირითადი მიზნები, ხედვები და ამოცანები. სტუმრები აჭარაში მთავრობის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ ასოციაციის საქმიანობით დაინტერესდენ. მათ კმაყოფილება გამოთქვეს აჭარაში ინვესტორთა წარმატებული საქმიანობისა და კარგი საინვესტიციო გარემოს გამო.

 
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>

Page 117 of 122