ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
ინფორმაცია იმპორტის დღგ-ს გადასახადით დაბეგვრის სპეციალური რეჟიმის შესახებ... PDF Print E-mail
Wednesday, 15 September 2010 08:38

2010 წლის 1 სექტემბერიდან  ძალაში შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #690, რომელიც ამტკიცებს იმპორტის დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალურ წესს. პირი, რომელიც წიდა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა 200 000 ლარზე მეტი აქვს შეუძლია ისარგებლოს დაბეგვრის სპეციალური წესით. ბრძანების 1 დანართის მუხლი 2 პუნქტი მე-7-ის მიხედვით თუU პირი აკმაყოფილებს აღნიშნული წესის პირობებს, მაშინ საგადასახადო ორგანო ავტომატურად ახდენს მის გადაყვანას დაბეგვრის სპეციალურ წესზე.

გთხოვთ იხილოთ დანართი...

 
თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი... PDF Print E-mail
Monday, 13 September 2010 15:02

მიმდინარე წლის 13–14 სექტემბერს ქ. ბათუმში სასტუმრო „შერატონში”, ხოლო 15 სექტემბერს, ქ. თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და სავაჭრო‐სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ფორუმის ფარგლებში, ქართველ და თურქ ბიზნესმენებს შორის, სექტორების მიხედვით, ორმხრივი შეხვედრები შედგება. აღნიშნული ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოსული თურქი ბიზნესმენების დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან შემდეგი სექტორების წარმომადგენლები: მშენებლობა და სამშენებლო მასალები; უძრავი ქონება; ფეხსაცმელისა და ჩანთების წარმოება; რესტორნები და კაფეები; კვების პროდუქტები; შინაური ფრინველის და კვერცხის, ტკბილეულის, ავტომობილების ნაწილების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების, საქორწილო კაბების, საიუვილერო ნაწარმის წარმოება; აუდიტორული, კომპიუტერული, ბეჭდვითი მომსახურება (სტამბა); ბიოქიმიური/ჰემატოლოგიური რეაქტივები და დანადგარები; მძიმე მრეწველობა (წიაღისეული, შავი ლითონი), საგანმანათლებლო და სოციალური მომსახურება. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მოუწოდებს ქართველ ბიზნესმენებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ფორუმში და გამოიყენონ შესაძლებლობა ახალი ბიზნეს კავშირების დასამყარებლად.ქ. ბათუმში ორმხვრივი შეხვედრები შედგება 14 სექტემბერს 11 საათზე სასტუმრო „შერატონში“.

 
გაზსადენი "ნაბუქო" 4 მილიარდი ევროს კრედიტს მიიღებს... PDF Print E-mail
Wednesday, 08 September 2010 10:38

გაზსადენი "ნაბუქო" 4 მილიარდი ევროს კრედიტს მიიღებს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. გაზსადენის მშენებელმა კონსორციუმმა ორგანიზაციების ჯგუფთან 4 მილიარდით დაფინანსების შეთანხმება გააფორმა. ჯგუფში შედიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ორგანიზაციების ერთობლივ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი "ნაბუქოს" პროექტში 2 მილიარდ ევროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კი, 1,2 მილიარდ ევროს ჩადებენ. სულ პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 8 მილიარდი ევროა. გაზსადენის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაიწყოს, ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლისთვის იგეგმება. "ნაბუქო" რუსული გაზსადენის "სამხრეთ ნაკადის" მთავრ ალტერნატივად მიიჩნევა.

 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 1 სექტემბერს გამართულ აუქციონზე გაიყიდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა... PDF Print E-mail
Thursday, 02 September 2010 14:07

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 1 სექტემბერს გამართულ აუქციონზე გაიყიდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთები და უძრავი-მოძრავი ქონება.

ობიექტის ახალი მფლობელი გახდა შპს “ბათუმი პეტროლიუმი”, რომელმაც აღნიშნულ ობიექტში 15 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.

 
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირებასთან დაკავშირებულ თათბირს ინვესტორთა ასოციაციის წევრები დადებითად გამოეხმაურნენ... PDF Print E-mail
Thursday, 02 September 2010 14:06

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიები, რომლებიც წისქვილკომბინატების მეპატრონენი არიან დადებითად გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტის დავალებას მთავრობის სპეციალური გეგმის შემუშავების მიზნით, რაც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირებას უკავშირდება.

თავის მხრივ, ინვესტორები ცდილობენ მოიძიონ ახალი ალტერნატიული ბაზრები და მისაღებ ფასებში შეიძინონ ხორბალი. შპს “ორცვას” მეპატრონე ირანელი ინვესტორის ისმაილ ბაზარანის განცხადებით მან ხორბალი ტრაპიზონში ხორბლის ტერმინალ საცავებში შეიძინა, რაც საშუალებას მისცემს არა თუ გაზარდოს ფქვილის ფასი, არამედ შეამციროს იგი უახლოეს დღეებში.

ამჟამად, უმაღლესი ხარისხის 50 კგ-იანი ტომარა ფქვილის ფასი 47-48 ლარში, ხოლო პირველი ხარისხის 45 ლარამდე მერყეობს.

 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ბიზნესს სექტორის დაცვის საკითხებში გიორგი პერტაია ასოციაციას სტუმრობდა... PDF Print E-mail
Thursday, 26 August 2010 13:03

პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ბიზნესს სექტორის დაცვის საკითხებში ბ-ნი გიორგი პერტაია სხვადასხვა საკითხების განხილვისა და ღრმად შესწავლის მიზნით სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა ბათუმში და შეხვედრა გამართა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებთან და ექსპორტიორებთან. მიმდინარე წლის 9 აგვსიტოს  ასოციაციის ოფისში გამართული შეხვედრის დროს დასმულ საკითხთა ირგვლივ მიმდინარე მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ინვესტორებსა და ექსპორტიორებს, რომელთაც საშუალება ქონდათ დაესვათ საკითხები, როგორც საერთო ხასიათის ასევე კერძოდ მათი წარმოებისათვის აქტუალური პრობლემები. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტიორთა  საკითხების განხილვისა და მოგვარების მიზნით, რათა მათ მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი და გაზარდონ ექსპორტის მოცულობა. ამ თვალსაზრისით გიორგი პერტაიამ ცალ-ცალკე გაესაუბრა დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტიორ ფირმებთა წარმომადგენლებს და დახმარება აღუთქვა საკითხების დეტალურად შესწავლასა და გადაწყვეტაში. შემოდგომის მოახლოებასთან ერთად ციტრუსების გატანის სეზონისათვის მზადება და მთავრობის მხრიდან აქტიური ქმედებები ექსპორტიორებმა დადებითად აღიქვეს და მათ მიერ წერილობით  დასმულ საკითხთა გადაწყვეტის იმედი მიეცა.

 
თურქეთის ტურიზმის ინვესტორთა ასოციაცია ბათუმს სტუმრობდა... PDF Print E-mail
Monday, 23 August 2010 16:39

მიმდინარე წლის 21–22 აგვისტოს ბათუმს სტუმრობდა ტურ იზმის ინვესტორთა ასოციაციის „TYD“-ის 14 კაციანი ჯგუფი თურქეთიდან. სტუმრები მიიღო აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემლევან ვარშალომიძემ, სადაც განხილული იქნა ტურიზმის დარგში თურქული ინვესტიციების გაზრდის პერსპექტივები. დელეგაციის წევრები მიიღო და საქართველოს ტურიზმის განვითარების გეგმაზე ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს ინვესტორთა ასოციაცია აქტიურად მონაწილეობდა „TYD“–ის დელეგაციის ვიზიტის პროგრამაში და მჭიდრო  კავშირებს ამყარებს იგი ტურიზმის ინვესტორთა ასოციაციასთან კონკრეტული პროექტების განხილვის მიზნით ბიზნესმენთა დასაინტერესებლად. თურქეთის ტურიზმის ინვესტორთა ასოციაცია „TYD“ შეიქმნა 1988 წელს. იგი აერთიანებს ასობით ინვესტორს, რომელებიც ტურიზმის დარგში მოღვაწეობენ. თურქეთი მსოფლიოში ტურიზმის წამყვანი ქვეყანაა და იგი მერვე ადგილზე იმყოფება. ამ დარგს ემსახურება სასტუმროები 250 ათასი საწოლით, 25 ათას ადგილით ავიაცია, 8 ათასი მარინა–იახტ ტევადობის ნავმისადგომებით, დასაქმებულია 400 ათასი კაცი, წლიურად იღებს 27 მილიონ ტურისტს და 23 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს ქვეყანას. აღნიშნული დარგის წარმომადგენელ ასოციაციასთან ურთიერთობა და მათი გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ტურიზმის წარმატებული განვითარებისათვის.

 
გზათსარგებლობის საფასურად 200 ლარი განისაზღვრა... PDF Print E-mail
Monday, 23 August 2010 16:38

გზათსარგებლობის საფასურად მთავრობამ 200 ლარი განსაზღვრა. მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელიც უკვე ძალაშია, გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირება საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს.
დადგენილებაში ასევე გაწერილია გზათსარგებლობის საფასურის გადახდის პროცედურა. კერძოდ, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას თუ ტვირთების გადაზიდვისას, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების -ტრაქტორების, უნაგირა საწევარების, ტვირთების გადამზიდავ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებების მიკროავტობუსების გარდა, სპეციალური დანიშნულების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების -ავარიულ სატვირთო ავტომობილების, ავტოამწეების, სახანძრო სატრანსპორტო საშუალებების, ავტობეტონსარევების, გზების დასუფთავების ავტომობილების, სარწყავ-სარეცხი ავტომობილების, ავტოსახელოსნოების და რენტგენული დანადგარების მქონე ავტომობილების მფლობელი თუ მძღოლი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე ბანკში გზათსარგებლობის საფასური -200 ლარი გადაიხადოს.
ასევე, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას, შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი პირი სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს სავალდებულო წესით წერილობითი ფორმით განუმარტავს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებას.
დაუშვებელია საფასურის გადახდის გარეშე საბაჟო კონტროლის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება თუ ტვირთის გადაზიდვა.
იმ შემთხვევაში კი, თუ მძღოლი ამ წესს დაარღვევს, მას დააჯარიმებენ 600 ლარის ოდენობით.
დადგენილებაში ასევე განსაზღრულია გზათსარგებლობის საფასურისგან გათავისუფლების პირობაც. კერძოდ, გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით ახორციელებს.
გზათსარგებლობის საფასურის შემოღების მიზნად მთავრობამ განახლებული გზების შენახვა დაასახელა. შესაბამისი გადაწყვეტილება კი პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა

 
აშშ-საქართველოს ბიზნეს სამიტი... PDF Print E-mail
Monday, 23 August 2010 08:15

ამა წლის 8-9 სექტემბერს თბილისი-მარიოტში აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის მიერ გაიმართება რიგით მეორე აშშ-საქართველოს ბიზნესს სამიტი თბილისში არსებული აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით. ბიზნესს სამიტის მიზანია აშშ-სა და საქართველოს კომპანიებს შორის ახალი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობა.

სამიტის მონაწილეებს შეუძლიათ იხილონ:

·         8 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე საქართველოში არსებულ ბიზნეს შესაძლებლობებზე იქნება წარმოდგენილი ბოლო ინფორმაცია იმ ამერიკული კომპანიების მაგალითებზე, რომლებაც წარმატებით განახოციელეს ბიზნესი საქართველოში და იმ ქართული კომპანიების გამოცდილების მაგალითზე, რომლებიც მონაწილეობენ აშშ-ს წარმატებულ ამხანაგობებში. პარალელურად განიხილება ინფრასტრუქტურა, ფინანსური რესურსები, თანამშრომლობის საუკეთესო პრესპექტივები, რომელიც მოიცავს ფრანჩაიზინგს, ტურიზმს, სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვას.

·         9 სეტემბერს გაიმართება პირისპირ შეხვედრა მონაწილისა და მის მიერ არჩეული სამიტის სპიკერს შორის, რომელიც გაგრძელდება ნახევარი დღე (იხილეთ დეტალები სარეგისტრაციო ფორმაში).

·         რეკომენდაციები და რჩევები უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაციისა და აშშ-ს ექსპორტ-იმპორტის ბანკისაგან თუ როგორ ვისარგებლოთ აშშ-ს მთავრობის პროგრამით იმისათვის რომ ვაწამოოთ ბიზნესი საქართველოში.

·         აშშ-ს ელჩი საქართველოში და საქართველოს ელჩი აშშ-ში მონაწილეობას მიიღებენ სამიტში.

·         ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.

რეგისტრაცია

ბიზნეს სამიტზე დასასწრებათ განსაზღვრულია სარეგისტრაციო გადასახადი 50 აშშ დოლარის (90 ლარი) ოდენობით. აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის სახელით რეგისტრაციას ახორციელებს ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში. რეგისტრაციის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ვებ გვერდს www.amcham.ge/Summit%20registration%20form%20with%20bios.pdf

კითხვები?

გთხოვთ დაუკავშირდეთ Ellen House ტელ: 202-482-0360 ან მაილით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 
შეხვედრა საბაჟოს ხელმძღვანელობასთან... PDF Print E-mail
Tuesday, 17 August 2010 14:15

საქართველოს საერთაშიროსო ინვესტორთა ასოციაცია განაგრძობს ურთიერთობების გაღრმავებას საბაჟო სამსახურების კომპეტენტურ და უფლებამოსილ პირებთან, რათა მიღებულ იქნას სრული ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ბიზნესმენებს დამატებით მიეცეთ ახსნა-განმარტებები კანონმდებლობასთან მიმართებაში. შეხვედრებზე განიხილება ის საკითხები, რომელიც აწუხებთ ინვესტორებს.

17 აგვისტოს შეხვედრის მთავარი თემა ე.წ. “საბაჟოს ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმი” იყო. რომელიც ტექსტილის დარგში მომუშავე ფირმებს აწუხებთ. გამოსავლიანობის ნორმის დადგენა და ნარჩენების მიმართ არსებული პროცედურები, ექსპერტის დასკვნა, ნარჩენების ჩამოწერა-განადგურების პროცესი და აქტის შედგენა, საქონლის გადამუშავების ვადები, საბაჟოს ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმის დროს კონტროლის პრობლემა და სირთულეები, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების განბაჟების უფლება სასაზღვრო პუნქტებში, საბანკო გარანტიების წარდგენა - ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ამომწურავი ინფორმაცია გასცა აჭარის რეგიონალური შემოსავლების სამსახურის საბაჟო გაფორმების ჯგუფის უფროსმა ბ-ნ მიხეილ ქავთარაძემ. საქართველოს საერთაშიროსო ინვესტორთა ასოციაცია გეგმავს უახლოეს მომავალში საბაჟოს უფლებამოსილი პირებისა და ბიზნესმენების პირდაპირი შეხვედრების მოწყობას.

 
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>

Page 116 of 122