ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 07 November 2010 13:24

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 42...

 
ქ. ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციის ვიზიტი აჭარაში... PDF Print E-mail
Monday, 01 November 2010 12:41

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში შედგა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ქ. ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციასთან.ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ ჯეზმი აკშაჰინმა და გენერალურმა მდივანმა თამაზ შავაძემ სტუმრებს გააცნეს ასოციაციის მუშაობა, აჭარაში არსებული საინვესტიციო გარემო და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები. დელეგაციის ხელმძღვანელმა ჰასან ბაიდინმა აღნიშნა, რომ ის 2004 წელს იმყოფებოდა აჭარაში და გაოცებულია მას შემდეგ განხორციელებული ცვლილებებით. “ის რომ ბათუმში არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს ინვესტორთა ასოციაცია მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია. ინვესტორთა და ბიზნესმენთა გაერთიანებები, ერთიანი ძალისხმევით მოქმედება მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ბიზნესის განვითარების ახალი ეტაპისა” – აღნიშნა სტუმარმა. დელეგაცია ბათუმის მერიის მოწვევით იმყოფებოდა აჭარაში. მათ ჰქონდათ მიღება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ბ-ნ ვაჟა ბოლქვაძესთან და ქალაქის მერთან ბ-ნ რობერტ ჩხაიძესთან. ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრების დაინტერესება გამოიწვია ენერგო სექტორის პოტენციალმა, მშენებლობის დარგმა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობის პერსპექტივებმა. ბურსის სავაჭრო სამრეწველო პალატა 1889 წელს შეიქმნა და მას მუშაობის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. პალატაში გაერთიანებულია რამოდენიმე ათასი ბიზნესმენი, რომლებიც თურქეთის ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რეგიონს წარმოადგენენ.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Saturday, 30 October 2010 12:26

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 41...

 
მიღება სასტუმრო “შერატონ ბათუმში”... PDF Print E-mail
Friday, 29 October 2010 12:39

თურქეთის რესპუბლიკის დამყარების 87-ე წლისთავთან დაკავშირებით ქ. ბათუმში გენერალურმა კონსულმა თუღრულ ერჯან ოზთენმა სასტუმრო “შერატონ ბათუმში” ოფიციალური მიღება გამართა. წვეულებას ესწრებოდნენ ხელისუფლების უმაღლესი რანგისწარმომადგენლები, ინვესტორთა ასოციაციის წევრები და საზოგადოების ცნობილი მოღვაწეები. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ულოცავს თურქეთის მოქალაქეებს რეპუბლიკის დამყარების დღესასწაულს და გამოთქვამს ღრმა რწმენას, რომ მომავალში ორ კეთილ მეზობელ ქვეყანას საქართველოსა და თურქეთს შორის კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება კულტურული და სტრატეგიული ურთიერთობები.

 
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი ბათუმს სტუმრობდა... PDF Print E-mail
Friday, 29 October 2010 12:37

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ბათუმს სტუმრობდა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ბინალი ილდირიმი. მას აეროპორტში დახვდა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ართვინის გუბერნატორი, თურქეთის გენერალური კონსული და სხვა ოფიციალური პირები. ტრანსპორტის მინისტრთან მოლაპარაკების დროს დაისვა საკითხი ბათუმი-ანკარის მიმართულებით თვითფრინავის რეისების დაწყებასთან დაკავშირებით. მისი განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ქართული მხარისათვის ასევე ართვინის გუბერნიის მოსახლეობისათვის, რომლებიც ბათუმის აეროპორთით შიდა რეისების რეჟიმით სარგებლობენ. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი სარფის კარით გადავიდა ხოფაში და დაესწრო ხოფა-ბორჩხის გვირაბის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს.

 
ინფორმაცია საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს სხდომის შესახებ... PDF Print E-mail
Wednesday, 27 October 2010 12:58

მიმდინარე წლის  28 ოქტომბერს 17.00 საათზე ასოციაციის ოფისში ჩატარდება მმართვეთა საბჭოს სხდომა, მისამართზე ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. No. 60, ასოციაციის ოფისი. ასოციაცია მიმართავს თხოვნით წევრებს მიაწოდონ საკითხები, რომელთა განხილვაც და დღის წესრიგში ჩასმა მიაჩნიათ მიზანშეწონილად. დღის წესრიგი

1.       გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში;

2.       მთავრობის შესაბამის ორგანოების წინაშე ინვესტორების მიერ დასმულ საკითხთა ირგვლივ მიმდინარე მუშაობა;

3.       საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობი მისაღებად წევრების დანიშვნა;

4.       ახალი კანდიდატების წევრად მიღება;

5.       მმართველთა საბჭოში ცვლილებების განხორციელება;

6.       ნოემბრის თვეში საერთო კრების მოწვევა;

7.       საერთაშორისო მიგრაციის ფონდის აჭარის შრომითი ძალების კვლევის ფილიალთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი;

სხვადასხვა საკითხები

 
აჭარაში ტექსტილის განვითარება ახალ ძალებს იკრებს... PDF Print E-mail
Tuesday, 26 October 2010 09:04

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა შეხვედრა თურქ ინვესტორებთან, რომელთაც აჭარაში სამკერვალო ფაბრიკის გახსნა სურთ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ვაჟა ბოლქვაძესთან შეხვედრის შემდეგ ინვესტორებმა ასოციაციის ოფისში ტექსტილის პრეზენტაციას გაეცნენ და მისი განვითარების ტენდეციები შეისწავლეს. ინვესტორ იაშარ აიდინის განცხადებით აჭარაში ტექსტილის დარგის მიმართ არსებული საინვესტიციო გარემო მიმზიდველია მათთვის და უახლოეს მომავალში დაიწყებენ ინვესტიციების განხორციელებას, სადაც სამასამდე ადამიანი დასაქმდება. ფაბრიკა მამაკაცის პერანგებს გამოუშვებს და გასაღების ბაზარი თურქეთი იქნება. ინვესტორებმა მოინახულეს ბობოყვათისა და ხელვაჩაურის ტექსტილის ფაბრიკები. ფირმა COBALT-I, რომელსაც წარმოადგენენ ინვესტორები, სტამბულში ფუნქციონირებს. ის ძირითადად მამაკაცის პერანგებს, ჰალსტუხებს და შარფებს უშვებს. გააჩნიათ 40-მდე საკუთარი მაღაზია. ინვესტიციებისთვის ინვესტორებმა ჩაქვის, სოფ. ჩელტისა და ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონის ტერიტორიები შეარჩია. უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება მოლაპარაკება კონკრეტული გეგმის მიხედვით.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 25 October 2010 07:19

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 40...

 
გამოფენა სასტუმრო შერატონში... PDF Print E-mail
Friday, 22 October 2010 09:12

ქ. ბათუმში სასტუმრო “შერატონ"-ში ქ.ბათუმის მერიის, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, სასტუმრო შერატონ"-ის, თურქეთის საკონსულოსა (კომერციული ატაშეს) და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერით, 2010 წლის 26, 27, 28 ნოემბერს გაიმართება შავი ზღვის აუზის ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, უკრაინა და სხვა ქვეყნების), საამშენებლო კომპანიებისა და სხვა ბრენდების გამოფენა "ADJARA FASHION PROJECT-2010" და "ADJARA BRANDS-2010".

მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2010 წლის 5 ნოემბრამდე. პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეულიათ გაუგზავნონ პროექტის ორგანიზატორებს კომპანიის ლოგო, რომელიც საჭიროა გამოფენის სარეკლამო ბუკლეტებისა და ბანერებისათვის, ასევე სარეკლამო გამოფენაზე განსათავსებელი სარეკლამო მასალები, კომპანიის რეკვიზიტები შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; სურვილის შემთხვევაში პროექტის ორგანიზატორებს შეუძლიათ თავად დაუმზადონ მონაწილეს სხვადასხვა სარეკლამო საშუალებები შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ.

დამატებით, გამოფენის ვებ გვერდზე( www.adjarabrands.ge) განთავსდება მონაწილე კომპანიის ვებ გვერდის მისამართი. ეს ყველაფერი შედის პაკეტის ღირებულებაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის შესაძლებელია მიმართოთ

mob. (995 55)658289; (995 99)680800

E-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

WEB :www.adjarabrands.ge; www.sheraton.com/batumi

შერატონ აჭარა 750...

შერატონ აჭარა 950...

განაცხადი 750...

განაცხადი 950...

ხელშეკრულება...

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 17 October 2010 13:50

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი #39...

 
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>

Page 114 of 122