ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სტრატეგია დამტკიცდა... PDF Print E-mail
Wednesday, 26 January 2011 13:33

2011 წლის 18 იანვრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე დამტკიცებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 25 დეკემბრის №107 განკარგულების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ. სტრატეგიის მომზადების პროცესში ასევე ჩართული იყო ყველა სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები და სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებები.
სტრატეგიის დოკუმენტი შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის თითქმის ყველა დარგს. ყოველი თავი წარმოდგენილია სამი ნაწილით:

1) არსებული მდგომარეობის აღწერა, 2) სვოთ ანალიზი (ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები) და 3) სტრატეგიული მიმართულებები.
სტრატეგიის მომზადების დროს გათვალისწინებული იყო შემდეგი ძირითადი მიზნები:
1. აჭარაში სიღარიბის დაძლევა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფა;
2. აჭარის ადამიანური რესურსების კონკურენტუნარიანობის ზრდა;
3. აჭარაში ეკონომიკური და ინოვაციური აქტიურობის ზრდა;
4. აჭარის ეკონომიკის მაქსიმალური კონკურენტუნარიანობისა და სტაბილურობის მიღწევა;
5. აჭარის კულტურული და ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება და გაუმჯობესება მომავალი თაობებისათვის;
6. აჭარის ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვა;
7. აჭარაში სივრცითი წესრიგის ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
8. აჭარის საქართველოს ეკონომიკაში და მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გაღრმავება, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
სტრატეგიის დოკუმენტით განისაზღვრა მომავალი ხუთი წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების პრიორიტეტები:
1. აჭარის ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერება;
2. აჭარის როგორც უმაღლესი კლასის ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარება;
3. აჭარის მეტროპოლიტანური ზონების (ბათუმისა და ქობულეთის) განვითარება.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 23 January 2011 17:29

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი # 52

 
პრემიერ–მინისტრი პირველ საგადასახადო ობუდსმენს კვირის ბოლომდე დაასახელებს... PDF Print E-mail
Saturday, 22 January 2011 13:30

პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური საგადასახადო ომბუდსმენის ვინაობას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გამოაცხადებს, განაცხადა მისმა პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა 26 იანვარს. მისი ინფორმაციით, ამ პოსტზე სავარაუდო კანდიდატებს პრემიერი ოთხი ბიზნეს–ასოციაციის წარმომადგენლებთან 26 იანვარს საღამოს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს. შესაძლო კანდიდატებს შორის არიან პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ბიზნეს–ინტერესების დაცვის საკითხებში გიორგი პერტაია; სავაჭრო–სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ჯემალ ინაიშვილი და რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია. საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას იანვრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. ბიზნესმენების უფლებათა დამცველს, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს. საგადასახადო ომბუდსმენი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, რადგან ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 16 January 2011 10:40

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი # 51

 
საერთაშორისო არბიტრაჟის პრეზენტაცია სსია–ს ოფისში... PDF Print E-mail
Friday, 14 January 2011 14:03

2011 წლის 14 იანვარს 14:00 საათზე საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში აჭარის არ სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არესებულმა საერთაშორისო არბიტრაჟმა გამართა პრეზენტაცია თავისი საქმიანობის შესახებ. პრეზენტაციას ესწრებოდა ასოციაციის წევრი კომპანიებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 
ძვირფასო ასოციაციის წევრებო... PDF Print E-mail
Tuesday, 11 January 2011 12:43

მიმდინარე წლის 14 იანვარს 14:00 საათზე საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში აჭარის არ სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არესებული საერთაშორისო არბიტრაჟი გამართავს პრეზენტაციას თავისი საქმიანობის შესახებ.

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 09 January 2011 14:29

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი #50

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 26 December 2010 13:04

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი #49

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურ მდივნად დაინიშნა ბატონი იასონ ცერცვაძე... PDF Print E-mail
Friday, 24 December 2010 10:50

2010 წლის 2 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურ მდივნად დაინიშნა ბატონი იასონ ცერცვაძე. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, ასოციაციაში გაწევრიანებული ორგანიზაციები და თანამშრომლები ვულოცავთ ბატონ იასონს აღნიშნული თანამდებობის დაკავებას და ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.

იხილეთ პირადი მონაცემები...

 
ეიფელის კოშკის განათების პროექტის ავტორი კომპანია საქართველოში შემოდის... PDF Print E-mail
Monday, 20 December 2010 07:51

ელექტროობისა და მექანიკის ცნობილი კომპანია "ჩაღლა" ,რომელმაც ბათუმში თავისი შვილობილი კომპანია დააარსა,საქართველოში შემოდის. მიმდინარე წლის 14 დეკემბერს სასტუმრო შერატონ ბათუმში გაიმართა კომპანიის პრეზენტაცია,რომელსაც ესწრებოდა: ქალაქ ბათუმის მერი ბატონი რობერტ ჩხაიძე,აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბატონი თამაზ შავაძე,საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ბატონი იასონ ცერცვაძე,  ადგილობრივი მსხვილი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.   აღნიშნული ფირმა ელექტროობის დარგში მსოფლიო სტანდარტების დონისაა. მას მრავალ ქვეყანაში განხორციელებული აქვს უმნიშვნელოვანესი პროექტები: სასტუმროები, საცხოვრებელი სახლები, გარე განათებები, სავაჭრო ცენტრები, ბანკის შენობები, განათლების დაწესებულებები, ქარხნები, საავადმყოფოები და ჯანდაცვის ცენტრები. პროექტებს ფირმა ფრანგულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს. ისინი ქმნიან ისეთ სისტემებს, როდესაც ქალაქის მთელი განათება ერთი პუნქტიდან იმართება და რეგულირდება. მათ მიერ განხორციელებული პროექტებია ეიფელის კოშკის განათება, ბრანდერბურგის ჭიშკარი, მექსიკის პარლამენტის შენობა, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენცია. კომპანია გეგმავს საქართველოში ადგილობრივი კადრების აღზრდას და თანამედროვე სისტემებით მომუშავე მძლავრი ელექტროკომპანიის შექმნას, რაც ამ დარგში დღეს არსებულ ხარვეზს აღმოფხვრის. ასევე აპირებს შეიმუშავოს აჭარის გარე განათების კონცეფცია და უახლოეს მომავალში წარუდგინოს აჭარის მთავრობას. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მიესალმება აღნიშნული კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და თვლის რომ კომპანიის მიერ ინვესტიციის განხორციელება შეუწყობს ხელს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ასევე კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.

 
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>

Page 112 of 122