ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
სამკერვალო ფაბრიკა ”ბათუმიტექსში” ახალი ხაზი ამოქმედა... PDF Print E-mail
Tuesday, 22 February 2011 13:36

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანია ბათუმის სამკერვალო ფაბრიკა ”ბათუმიტექსი”, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებს, საქმიანობას აფართოებს. საწარმოში ახალი ხაზი დამონტაჟდა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. 750 დასაქმებულს ახალი თანამშრომლები მალე შეემატება. ახალი მარკით შეკერილი ტანსაცმელი ინგლისში გაიყიდება.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 20 February 2011 17:06
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დასაქმების პროექტის პრეზენტაცია სსია–ს ოფისში... PDF Print E-mail
Wednesday, 16 February 2011 13:45

2011 წლის 16 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ინვესტორებისათვის გამართა პრეზენტაცია კონსულტაციისა და დასაქმების პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს საქართველოში. პრეზენტაციას ესწრებოდა ასოციაციის წევრი კომპანიებისა და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 15 February 2011 13:02

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი # 55

 
ICON ჯგუფი აფართოვებს თავის ბიზნესს... PDF Print E-mail
Tuesday, 15 February 2011 13:01

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოკვლევით, პომიდორზე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს, ამისთვის საჭიროა, საერთო ჯამში 200 ჰექტარზე თანამედროვე დონის სასათბურე მეურნეობები მოეწყოს. სამინისტროში ამის მაგალითად აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში მოქმედ სასათბურე მოეურნეობას ასახელებენ. 3,5 ჰექტარზე განლაგებულია სათბური, რომელიც კომპანია ICON GROUP-ის კერძო საკუთრებაა და მთლიანობაში ამ მოდერნიზებულ სათბურში ჩადებულია 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია. კომპანია ICON GROUP-ი მთლიანად უცხოური კაპიტალით არის დაფუძნებული. კომპანიაში დასაქმებულია 100 ადამიანი, ანაზღაურება ნორმალურია და, გარდა ამისა, არსებობს სოციალური დახმარება. პერსონალი სარგებლობს სხვადასხვა სერვისით და დღეში ერთჯერადი უფასო კვებით. ამ ეტაპზე ICON GROUP-ის პროდუქციაზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს და, ამიტომაც, კომპანია საქმიანობის გაფართოებას აპირებს. ადგილობრივ ბაზარზე ის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც პირველი ხარისხის პომიდორს აწარმოებს და ხარისხის დამადასტურებელი ფიტოსანიტარული სერტიფიკატი აქვს. 1 კგ. პომიდვრის საბითუმო ფასი 3-3,5 ლარია. კომპანია ICON GROUP-ი, პომიდვრის გარდა, სალათის ფოთლების წარმოებითაც არის დაკავებული. ამ ეტაპზე 1კგ. სალათის ფურცლები 2,5-3 ლარად იყიდება, მაგრამ პომიდორთან შედარებით გასაღება ნაკლებია და იმ შემთხვევაში, თუ ამ ბოსტნეულზე დიდი მოთხოვნა გაჩნდება, მაშინ ამ მიმართულებითაც საქმიანობის გაფართოების მიზნით ICON GROUP-ი სათანადო ნაბიჯებს გადადგამს.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 06 February 2011 10:55

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი #54

 
აჭარის მთავრობის თავჯდომარის მორიგი ვიზიტი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში... PDF Print E-mail
Thursday, 03 February 2011 12:28

2011 წლის 3 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში აჭარის მთავრობის თავჯდომარე ბატონი ლევან ვარშალომიძე და აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბატონი ვაჟა ბოლქვაძე შეხვდა ინვესტორებს. შეხვედრაზე განხილული იქნა ასოციაციის წევრი კომპანიების  და სხვა ადგილობრივი კომპანიებისა და ორგანიზციების ის  პრობლემატური საკითხები, რომლებსაც ისინი აწყდებიან თავიანთი საქმიანობის დროს. შეხვედრის ბოლოს მთავრობის თავჯდომარემ გამოთქვა  მსგავსი შეხვედრების ყოველთვიურად ჩატარების სურვილი რათა დროულად მოხდეს აღნიშნული  საკითხების შესწავლა და მოგვარება.

შეხვედრაზე განხილულ პრობლემატურ საკითხთა ჩამონათვალი:

 
ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე გიორგი პერტაია დაინიშნა… PDF Print E-mail
Tuesday, 01 February 2011 10:06

ბიზნეს ომბუდსმენის ახლადშექმნილ თანამდებობა გიორგი პერტაია დაიკავა. გიორგი პერტაია მაისიდან პრემიერ–მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებში. მან დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. რამოდენიმე წლის წინ იგი მუშაობდა ამერიკის სავაჭრო პალატის ვაჭრობისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ და მისი მთავარი ფუნქცია ბიზნესის ინტერესების დაცვა იყო. საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას იანვრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. ბიზნესმენების უფლებათა დამცველი, რომელსაც კანონის თანახმად პრემიერ–მინისტრი ნიშნავს, ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშეც, რადგან ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 31 January 2011 09:02

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი #53

 
USAID ეცნობა ასოციაციის წევრ–კომპანიებს… PDF Print E-mail
Thursday, 27 January 2011 15:29

2011 წლის 27 იანვარს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში ვიზიტით იმყოფებოდნენ USAID–ის ახალი პროექტის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის წარმომადგენელი საქართველოში ბატონი ზვიად ქვლივიძე და კერძო სექტორის განვითარების ექსპერტი ბატონი კარლტონ ჯონსი. მათი ვიზიტის მიზანი იყო ასოციაციის წევრი კომპანიების  განვითარების პოტენციალზე ინფორმაციის მიღება. USAID–ის ახალი პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიზნეს კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას. სტუმრებმა, ასოციაციის გენერალური მდივნის იასონ ცერცვაძის თანხლებით  მოინახულეს ასოციაციის წევრი კომპანიები („Ajara Textile”,”BTM Textile”,”Batumi Tex”, “Georgian Kar-sa”). ვიზიტის დროს განხილულ იქნა პრობლემატური საკითხები, რომლებსაც აღნიშნული კომპანიები ხშირად აწყდებიან თავიანთი საქმიანობის დროს. ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა გამოთქვეს ასოციაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი ასოციაციის წევრი კომპანიების შემდგომი განვითარებისათვის.

 
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>

Page 111 of 122