ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ფორუმში... PDF Print E-mail
Saturday, 30 April 2011 09:42

მიმდინარე წლის 30 აპრილს ბათუმის "შერატონ პალასში", საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო  ბიზნეს ფორუმში. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე  დავით ბაქრაძე, აჭარის მთავრობის თავმ­ჯდომარე ლევან ვარშალომიძე, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი პერტაია და სხვა ოფიციალური პირები და ორგანიზაციები. განხილვის მთავარი თემა კერძო აუ­დიტორთა სისტემის დანერგვა  იყო.  კერძო აუდიტო­რების შესა­ხებ საგადასა­ხა­დო კო­დექსში შესატანი ცვლილებები რამდენიმე კვირაში იქნება მზად. საგადასა­ხა­დო კო­დექ­სში ცვლი­ლებე­ბის შემდეგ მეწარმე თავად გადაწყვეტს, რომელმა უწყებამ შეა­მოწ­მოს შე­მო­სავლე­ბის სამსახურმა თუ ამ სამსახურსი აკრედიტებულმა კერძო აუ­დიტორმა. თუ ბიზნესი აუდიტორს აირჩევს, შემოსავლების სამსახური მის დასკვნას აღიარებს და ბიზნესს ხელახლა აღარ შეამოწმებს. საგადასახადო კოდექსის დახვეწის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია  განაგრძობს აქტიურ თანა­მშრომლობს საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენთან და მთავრობის სხვა წარ­მომად­გენლებთან.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 25 April 2011 21:46

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 64

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ პოლონეთიდან დელეგაციას უმასპინძლა… PDF Print E-mail
Wednesday, 20 April 2011 13:36

2011 წლის, 20 აპრილს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კატოვიცას რეგიონალური სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტსა და კატოვიცას სპეციალური ეკონომიკური ზონის პრეზიდენტს უმასპინძლა. შეხვედრის დროს სტუმრები გაეცნენ სსია-ს სტრუქტურასა და სამომავლო გეგმებს. ასევე შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აჭარის რეგიონში საქართველო-პოლონეთის ბიზნესს ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 17 April 2011 07:25

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 63

 
მთავრობის ძალისხმევით სსია – ს წევრი კომპანიების პრობლემატური საკითხები გვარდება... PDF Print E-mail
Thursday, 14 April 2011 11:26

 

ქალბატონებო და ბატონებო,

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ გამოიკვლია და მოახდინა  ასოციაციის  წევრი კომპანიების პრობლემატურ საკითხთა ანალიზი. აღნიშნული პრობლემატურ საკითხთა ჩამონათვალი მიეწოდა შესაბამის ადგილობრივ და ცენტრალურ სამთავრობო ორგანოებს (გთხოვთ, იხილოთ დანართი).

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციასთან თანამშრომლობის საფუძველზე მოახდინა 2 პრობლემატური საკითხის გადაჭრა:


1. საჯარიმო სანქციების დადების დღევანდელი პრაქტიკა და ჯარიმის სიდიდე (გთხოვთ, იხილეთ დანართი).

2. დროებით გადამუშავებისათვის შემოსული ქსოვილებისა და აქსესუარების შეკერილი ნაწარმის სახით ექსპორტირებისას შეკერვის დროს არსებული დანაკარგის გაუთვალისწინებლობა (გთხოვთ, იხილეთ დანართი).

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 10 April 2011 11:09

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 62

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ 2010 წლის წარმატებული წევრი კომპანიები დააჯილდოვა... PDF Print E-mail
Thursday, 07 April 2011 14:02

2011 წლის 5 აპრილს სასტუმრო "Sheraton palace"-ში საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით 2010 წლის შედეგების მიხედვით ჩატარდა ინვესტორთა დაჯილდოვების ცერემონიალი.

ნომინაციების მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული ასოციაციის წევრი კომპანიები, რომელთაც

გადაეცათ ჯილდოები:

"საუკეთესო ინვესტორი"– Nurol Georgia

"ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია– Batumi Tex

"საუკეთესო ექსპორტიორი" – STAR AR GE

"საუკეთესო ინოვაციურ კომპანიად" – ICON GROUP

"ყველაზე მსხვილი გადამხდელი კომპანია" – Batumi Oil Terminal, რომელსაც გადაეცა აჭარის

ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს და ასოციაციის ერთობლივი პრიზი.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ქ. ბათუმის მერი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, სამინისტროების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 29 March 2011 09:34

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 61

 
საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის ვიზიტი სსია–ში... PDF Print E-mail
Saturday, 26 March 2011 15:46

2011 წლის 23 მარტს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი ბატონი გიორგი პერტაია აჭარაში მოღვაწე ბიზნესმენებს და ინვესტორებს შეხვდა. შეხვეედრას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული, 40–მდე ინვესტორი და ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.  დიალოგი გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ წამოჭრილი მთელი რიგი პრობლემატური საკითხების გარშემო, რომლებსაც ინვესტორები აწყდებიან თავიანთი საქმიანობის დროს.  ბიზნეს–ომბუდსმენმა ვრცლად ისაუბრა ყველა პრობლემის ირგვლივ, მათ შორის პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ახალი საგადასახადო კოდექსის გარშემო. დაისახა აჭარაში მოღვაწე ინვესტორებთან თანამშრომლობის ფორმები. ომბუდსმენი მინაწილეებს დაჰპირდა აღნიშნული საკითხების დეტალურად შესწავლასა და შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან, რაც ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონში ინვესტორთა ეფექტურ საქმიანობასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 21 March 2011 21:39

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 60

 
<< Start < Prev 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 Next > End >>

Page 109 of 122