ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
აშშ-ის კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სსია–ს ოფისში... PDF Print E-mail
Thursday, 02 June 2011 13:17

მიმდინარე წლის 2 ივნისს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვივნენ აშშ-ის კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებიც დაინტერესე­ბულნი იყვნენ საქართველოს ბიზნეს გარემოთი. ისინი აწარმოებენ მარკეტინგულ კვლევას საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. სტუმრები გაეცნენ  საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის სტრუქტურას და მიიღეს ინფორმაცია ასოციაციის წევრი კომპანიების შესახებ.

 
ავსტრიელების ვიზიტი სსია–ს ოფისში... PDF Print E-mail
Wednesday, 01 June 2011 09:32

მიმდინარე წლის 1 ივნისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვია ავსტრიის საპატიო კონსული საქართველოში ქალბატონი ევა ბერგერი და ავსტრიის სავაჭრო პალატის სავაჭრო დელეგატი ანკარაში ბატონი კონსტანტინ ბეკოსი. მათი ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოს გაცნობა. მათი ინფორმაციით, ავსტრიელი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან აჭარის რეგიონში სამთო–სათხილამურო კურორტების განვითარებით, აგრეთვე სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების დაბანდებით. სტუმრები ასევე გაეცნენ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის სტრუქტურასა და საქმიანობას.

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ თურქეთის ქალაქ კაისერის სავაჭრო სამრეწველო პალატის 50 კაციანი დელეგაციას უმასპიძლა... PDF Print E-mail
Tuesday, 31 May 2011 20:42

2011 წლის 29 მაისს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქეთის ქალაქ კაისერის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. თურქი ბიზნესმენების საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზანს აჭარის საინვესტიციო გარემოს შეწავლა წარმოადგენდა. სსია-ს წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა სტუმრებს პირადად გაუზიარეს მათი საქართველოში მუშაობის გამოცდილება და ასევე მიაწოდეს ინფორმაცია სსია-ს სტრუქტურასა და საქმიანობაზე.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 31 May 2011 20:38

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 69

 
მორიგი შეხვედრა საგადასახადო ომბუდსმენთან სსია–ს ოფისში... PDF Print E-mail
Saturday, 21 May 2011 19:25

მიმდინარე წლის 21 მაისს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა მორიგი შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენთან გიორგი პერტაიასთან, რომელსაც ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი და კანდიდატი კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იქნა საწარმოო დანაკარგებთან და საქონლის განბაჟებისას საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები. ბიზნეს ომბუდსმენის განცხადებით, პრობლემა მოგვარებადია და საკითხზე შემოსავლების სამსახურთან ერთად იმუშავებს. ასევე უახლოესი მომავლისთვის დაიგეგმა გასვლითი შეხვედრები სსია–ს წევრ კომპანიებში.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Saturday, 21 May 2011 18:55

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 68

 
ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება “მერკური” 2011... PDF Print E-mail
Friday, 20 May 2011 08:27

მიმდინარე წლის 11 მაისს საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტრსა დასაქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინიციატივით საქართველოში ჩატარდა ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება “მერკური” 2011. დაჯილდოების დაარსების მიზანია ქართული ბიზნესის წარმოჩენა, წახალისება და პოპულარიზაცია. იგი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს უკვემიღწეული წარმატების მაგალითზე ადგილობრივი საქმიანი წრეების ახალ ინიციატივებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მათი საქმიანობის არეალის გაფართოებასა და განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება - “მერკური” 2011 აერთიანებს როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესს. ნომინაციაში „დამზადებულია საქართველოში“  გაიმარჯვა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრმა კომპანიამ „BTM ტექსტილი“.ვულოცავთ კომპანიის ხელმძღვანელს ბატონ მეჰმეთ ეფენდიოღლუს კონკურსში გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 16 May 2011 12:41

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 67

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Wednesday, 11 May 2011 09:38

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 66

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 01 May 2011 20:33

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 65

 
<< Start < Prev 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 Next > End >>

Page 108 of 122